---
title: "მუხლი 42. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/42"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/42

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თუ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას − საქართველოს მთავრობა.

2. მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით განცხადების განხილვაზე დაუსაბუთებელი უარის, შუამდგომლობათა განხილვის ვადების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი მოქმედებებისათვის თანამდებობის პირები პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1741-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.228 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები საქართველოს 2001 წლის 2 მარტის ორგანული კანონი №777-სსმI, №6, 20.03.2001წ., მუხ.7

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/43.md
