---
title: "მუხლი 44. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/44"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/44

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემენ სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები.

2. სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 1997 წლის 1 ოქტომბრის კანონი №893-პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997წ., გვ.5 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2622-სსმI, №3, 16.012006წ., მუხ.15 საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის ორგანული კანონი №3658-სსმ I, №53, 11.10.2010წ., მუხ.342

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/45.md
