---
title: "მუხლი 5. საქართველოს მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/5"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/5

საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს მოქალაქენი მოვალენი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და სხვა კანონები, გაუფრთხილდნენ ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობას, ხელი შეუწყონ მის ძლიერებას, იყვნენ საქართველოს ინტერესების ერთგულნი. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/6.md
