---
title: "მუხლი 9¹. საქართველოს საპატიო მოქალაქეობა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/9-1"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "9^1"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9¹. საქართველოს საპატიო მოქალაქეობა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 9¹ (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/9-1

საქართველოს საპატიო მოქალაქეობა, მისი თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხდება „ საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე. საქართველოს საპატიო მოქალაქეობას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი . საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 თავი II. საქართველოს მოქალაქეობის შეძენა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/10.md
