---
title: "მუხლი 31³. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/31-3"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "31^3"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31³. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 31³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/31-3

1. საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი განვითარების ხელშეწყობის (მათ შორის, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების) მიზნით, სამინისტროს თანხმობით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო სკოლა ან/და საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა.

2. საერთაშორისო სკოლაზე/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაზე არ ვრცელდება ამ კანონის IV თავისა (გარდა მე-17, მე-19, 22-ე და 26 1 მუხლებისა, 30-ე მუხლის პირველი, 2 1 და მე-5−მე-7 პუნქტებისა და 31-ე მუხლის პირველი−3 1 პუნქტებისა) და V თავის (გარდა 32-ე მუხლისა, 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 35-ე, 37-ე−37 2 და 42-ე მუხლებისა) მოქმედება.

3. ამ თავით გაუთვალისწინებელი საკითხები შესაძლებელია მოწესრიგდეს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო  სკოლის  წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/31-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/31-4.md
