---
title: "მუხლი 37³. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/37-3"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "37^3"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37³. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 37³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/37-3

1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.

2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

3. აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/37-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/37-4.md
