---
title: "მუხლი 39. აკადემიური წოდებები — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/39"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "39"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. აკადემიური წოდებები — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/39

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.

2. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. წესდებით შეიძლება განისაზღვროს ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა.

3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობა. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1341 - სსმ I, №16, 07.07.2009წ., მუხ.77 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/40.md
