---
title: "მუხლი 46³. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/46-3"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "46^3"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46³. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 46³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/46-3

1. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ვეტერინარიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

2. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 300 კრედიტს.

3. ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/46-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/46-4.md
