---
title: "მუხლი 47⁶. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/47-6"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "47^6"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47⁶. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 47⁶ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/47-6

1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დამტკიცებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/47-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/47-7.md
