---
title: "მუხლი 49². გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/49-2"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "49^2"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49². გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 49² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/49-2

1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს წერილობითი ინფორმაცია აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ.

2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს უცხო ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე.

3. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაუშვებელია გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.

5. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/49-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/50.md
