---
title: "მუხლი 5. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/5"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "5"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/5

საქართველოს პარლამენტი: ა) განსაზღვრავს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მართვის ძირითად მიმართულებებს და იღებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებს; ბ) პერიოდულად ისმენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ანგარიშს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ფინანსური საქმიანობისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3826 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/4-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/6.md
