---
title: "მუხლი 56¹. ავტორი ზაციის შინაარსი — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/56-1"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "56^1"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56¹. ავტორი ზაციის შინაარსი — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 56¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/56-1

1. ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

2. ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

3. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

4. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/56-2.md
