---
title: "მუხლი 64. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/64"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "64"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/64

1. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.

2. აკრედიტაციის ჩატარების პირველი საფეხურია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმების მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ განხორციელებული თვითშეფასება. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/65.md
