---
title: "მუხლი 83. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/83"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "83"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 83 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/83

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთეულისათვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი გაიცემა კონკურსის საფუძველზე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო გრანტის თანხა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად.

3. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტით, სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო პროგრამით. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი XIV. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება და ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/84.md
