---
title: "მუხლი 86⁴. პასუხისმგებლობა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/86-4"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "86^4"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 86⁴. პასუხისმგებლობა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 86⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/86-4

უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
[მუხლი 86 4 . პასუხისმგებლობა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემების სისწორისა და სისრულისთვის
1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემების სისწორისა და სისრულისთვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის/მონაცემების აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.

2. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 521 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1811  – ვებგვერდი, 29.06.2026წ. თავი XV. გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/86-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/87.md
