---
title: "მუხლი 89¹⁴. 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირებული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების, რომლებმაც ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის საფუძველი — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-14"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "89^14"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89¹⁴. 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირებული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების, რომლებმაც ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის საფუძველი — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 89¹⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-14

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა ან მიიღეს მონაწილეობა ამ გამოცდებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის მომზადების, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაფინანსდნენ, შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი დაფინანსებას მიიღებს აღნიშნულ დაწესებულებაში ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში. სტუდენტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფინანსება გაუგრძელდება ყოველწლიურად (ბაკალავრი დაფინანსებას მიიღებს ჯამში 4 სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო მაგისტრანტი − ჯამში 2 სასწავლო წლის განმავლობაში), თუ სტუდენტი 2019-2020 სასწავლო წელს (ბაკალავრი − აგრეთვე მომდევნო 3 სასწავლო წლის, ხოლო მაგისტრანტი − აგრეთვე მომდევნო 1 სასწავლო წლის განმავლობაში) დააგროვებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ კრედიტების რაოდენობას. საქართველოს 2019 წლის 3 ოქტომბრის კანონი №5091 – ვებგვერდი, 04.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-15.md
