---
title: "მუხლი 89¹⁹. ზოგიერთ პირზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნის გავრცელება — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-19"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "89^19"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89¹⁹. ზოგიერთ პირზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნის გავრცელება — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 89¹⁹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-19

ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 52 1 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა, უკრაინასა და ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლიდან ჩაირიცხნენ/ჩაირიცხებიან უკრაინის ან ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4163 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-2.md
