---
title: "მუხლი 89². საქართველოში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-2"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "89^2"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89². საქართველოში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 89² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-2

2012 წელს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით. საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 27.12.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-20.md
