---
title: "მუხლი 89³. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-3"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "89^3"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89³. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 89³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-3

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების საკითხის ერთობლივი შესწავლა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესის შემუშავება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცება.

2. საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის საფუძველზე აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ამ კანონის 47 5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დიპლომის ფორმასთან შესაბამისობა. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-4.md
