---
title: "მუხლი 89⁹. ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-9"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "89^9"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89⁹. ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 89⁹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-9

1. საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით აღიარებს იმ პირების განათლებას, რომლებმაც განათლება 2005 წლამდე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაწესებულებაში მიიღეს და რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას.

2. საქართველოს საპატრიარქო უფლებამოსილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი/დიპლომის ასლი.

3. პირს, რომელიც სწავლობდა 2013 წლის 1 იანვრამდე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაწესებულებაში, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი.

4. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით აღიაროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვებამდე მიღებული განათლება. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/90.md
