---
title: "მუხლი 90. კანონის ძალაში შესვლა — უმაღლესი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/90"
law: "უმაღლესი განათლების შესახებ"
article: "90"
identifier: "688"
adopted: "2004-12-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. კანონის ძალაში შესვლა — უმაღლესი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 90 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/90

1. აკადემიურ თანამდებობებზე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა, ამ კანონის 38-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

2. ამ კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008-2009 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

2¹. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ 2 “ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ 1 “ ქვეპუნქტითა და 54 2 მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცებისთანავე.

2². ამ კანონის 52-ე მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით.

2³. (ამოღებულია  - 06.06.2018, №2480).

2⁴. (ამოღებულია  - 06.06.2018, №2480) .

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2015 წლის 24 ივნისის კანონი №3742 – ვებგვერდი, 03.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3305 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2004 წლის 21 დეკემბერი. №688-რს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32830-umaghlesi-ganatlebis-shesakheb/89-9.md
