---
title: "მუხლი 105. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/105"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "105"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 105. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 105 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/105

1. ზოგადი ანალიტიკური პროცედურებით გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისა და ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია, მათ შორის:
ა) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
ბ) საგადასახადო ვალდებულებათა მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების შესწავლა;
გ) საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების ანალიზი;
დ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული აღრიცხვის ფორმების გამოყენება.

2. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ზოგადი ანალიტიკური პროცედურების შედეგები აისახება მიმდინარე კონტროლის შესახებ გაფორმებულ ცნობაში.
თავი XV
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/104.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/106.md
