---
title: "მუხლი 107. ქრონომეტრაჟის ჩატარების წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/107"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "107"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107. ქრონომეტრაჟის ჩატარების წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 107 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/107

1. დროის გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე განახორციელოს დაკვირვება და ქრონომეტრაჟის ჩატარების წესით ამ საქმიანობის გამოკვლევა.

2. ქრონომეტრაჟი ტარდება საგადასახადო ორგანოს არანაკლებ ორი უფლებამოსილი პირის მიერ.

3. ქრონომეტრაჟი ტარდება სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ან/და მიწოდებული საქონლის/მომსახურების მოცულობის შესახებ უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააყენოს მრიცხველები და სხვა საზომი ხელსაწყოები და ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს აწარმოოს მათი მაჩვენებლების რეგისტრაცია.

4. ქრონომეტრაჟი, როგორც წესი, ტარდება კალენდარული თვის მანძილზე არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. ამასთან, საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ქრონომეტრაჟის მომდევნო თვეში გაგრძელებისა და გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ობიექტზე დაკვირვების მიზნით საგადასახადო საგუშაგოს შემოღების თაობაზე.

5. ქრონომეტრაჟის ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის წარდგენა.

6. (ამოღებულია).
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/108.md
