---
title: "მუხლი 109. დათვალიერება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/109"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "109"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109. დათვალიერება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 109 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/109

1. საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება აქვს ჩაატაროს გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერება, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინისა, რომლის დათვალიერებაც დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

2. დათვალიერების პროცედურით გათვალისწინებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების გარე და შიდა სივრცის ვიზუალური დათვალიერება. აღნიშნული პროცედურის ჩატარებისას აკრძალულია გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შემოწმება, ასევე მისგან სიტყვიერი და წერილობითი ახსნა-განმარტებების მოთხოვნა.

3. დათვალიერების პროცედურა არ მოიცავს სეიფის, კარადის, უჯრისა და სხვა მსგავსი სათავსის შიგთავსის ვიზუალურ დათვალიერებასა და შემოწმებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/108.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/110.md
