---
title: "მუხლი 115. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის დაშვება ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/115"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "115"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 115. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის დაშვება ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 115 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/115

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ამ კოდექსის 113-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული პირობების არსებობისას დაუბრკოლებლად დაუშვას საგადასახადო შემოწმების ჯგუფი თავის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინისა, რომელში შესვლაც შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში დაუშვებლობა ჩაითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. თუ გადასახადის გადამხდელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს არ დაუშვებს ტერიტორიებზე ან/და შენობა-ნაგებობებში, საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირი ადგენს აქტს, რომელსაც ხელს აწერს შემმოწმებელი და გადასახადის გადამხდელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/114.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/116.md
