---
title: "მუხლი 117. სპეციალისტის მოწვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/117"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "117"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 117. სპეციალისტის მოწვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 117 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/117

1. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო კონტროლის კონკრეტული მოქმედების განხორციელების მიზნით სახელშეკრულებო საფუძველზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა და ჩვევები და დაინტერესებული არ არის საქმის შედეგით.

2. სპეციალისტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/116.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/118.md
