---
title: "მუხლი 118. სპეცილისტის ან / და ექსპერტის კომპენსაცია — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/118"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "118"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118. სპეცილისტის ან / და ექსპერტის კომპენსაცია — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 118 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/118

1. სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს ხელშეკრულების თანახმად მოითხოვოს გამოძახებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

2. სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია უარი თქვას მიწვევაზე, თუ მას აქვს პირადი ან სხვა სახის მოტივაციით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტი ან/და დაინტერესებულია საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგით.

3. სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება აქვს მიიღოს გასამრჯელო თავისი მოვალეობების შესრულებისათვის იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს მოვალეობები სრულდება სამსახურებრივი დავალების ფარგლებში.

4. სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაციებისა და გასამრჯელოს ოდენობას და მათი გაცემის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ისინი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1910 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.220

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/117.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/119.md
