---
title: "მუხლი 124. საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/124"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "124"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 124. საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 124 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/124

1. ამ კოდექსის XVIII თავით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საწარმოებს/ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს.

2. საგადასახადო სანქცია არ დაეკისრებათ (იმ გადასახდელების გარდა, რომელთა მიმართაც პირს ეკისრება საგადასახადო აგენტის ფუნქცია):
ა) საქონლის/მომსახურების მიმწოდებლებს – „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შესაბამისი წლის საქართველოს კანონით და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების საფუძველზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აუნაზღაურებლობის გამო წარმოქმნილ საბიუჯეტო ვალდებულებებზე, მათი ღირებულების ფაქტობრივი დაფინანსების ოდენობისა და მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საერთო მოცულობაში ხვედრითი წილის პროპორციულად;
ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, პროექტის მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადებული აქვს „პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ“ ხელშეკრულება – ამ პროექტების ფარგლებში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე. ზემოაღნიშნული პროექტების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2¹. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/შეტყობინების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე.

3. ( ამოღებულია ).

4. თუ დადგინდა , რომ ამ კოდექსის მე -3 მუხლის 1 1 ნაწილის საფუძველზე დამტკიცებული ინსტრუქციის დებულებები ეწინააღმდეგება ამ კოდექსის დებულებებს და გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა ასეთი ინსტრუქციის დებულებებით , რაც ამ კოდექსის თანახმად იწვევს სანქციის დაკისრებას , მაშინ მის მიმართ აღნიშნული სანქცია არ გამოიყენება .
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/123.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/125.md
