---
title: "მუხლი 128¹. საგადასახადო შეთანხმების არსი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/128-1"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "128^1"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 128¹. საგადასახადო შეთანხმების არსი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 128¹ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/128-1

1. გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადამხდელის მიერ განცხადების შემოტანის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობის ფარგლებში, მათ შორის, დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადების/სანქციების სახეებზე მითითებით.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადამხდელის მიერ აღნიშნულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადების სახეებზე მითითებით.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგადასახადო ვალდებულებაზე, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კოდექსის 139-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე.
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/128.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/128-2.md
