---
title: "მუხლი 13. ეკონომიკური საქმიანობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/13"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "13"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ეკონომიკური საქმიანობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 13 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/13

1. ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა;
ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;
გ) რელიგიური საქმიანობა;
დ) დაქირავებით მუშაობა;
ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე;
ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.

3. ( ამოღებულია).

4. ( ამოღებულია).

5. ( ამოღებულია).

6. ( ამოღებულია).

7. ( ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2242 - სსმ I, №54, 20.12.2005წ., მუხ.361
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3182 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.127
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/14.md
