---
title: "მუხლი 140. დღგ - ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/140"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "140"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 140. დღგ - ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 140 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/140

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, –
იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

2. პირის მიერ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსების დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია დღგ-ის თანხის შემცირება ან ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაზრდა, –
იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული ან ჩასათვლელად გაზრდილი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

3. საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა, –
იწვევს პირის დაჯარიმებას დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არასრული შევსება (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ შესაბამის ველში ჩასაწერი ინფორმაცია არსებობს, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ ამას საფუძვლად უდევს ფიქტიური გარიგება/უსაქონლო ოპერაცია ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, –
იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/139.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/141.md
