---
title: "მუხლი 141. გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებისა და გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების შესრულების ვადის დარღვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/141"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "141"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 141. გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებისა და გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების შესრულების ვადის დარღვევა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 141 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/141

1. საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების არსებობისას ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ან გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა , გარდა ამ მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა , –
იწვევს დაჯარიმებას ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის 0,15%- ის ოდენობით ყოველი დაგვიანებული კალენდარული დღისათვის , რომელიც ექვემდებარებოდა საინკასო / საგადახდო დავალებით მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებას .

2. საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების არსებობისას ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ან გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალების საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა , კერძოდ , სხვა მიმართულებით ფულადი სახსრების გადარიცხვა , –
იწვევს დაჯარიმებას სხვა მიმართულებით გადარიცხული თანხის 10%- ის ოდენობით , მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არა უმეტეს საინკასო / საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ოდენობისა .
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/140.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/142.md
