---
title: "მუხლი 145. საგადასახადო დავის დაწყების საფუძველი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/145"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "145"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 145. საგადასახადო დავის დაწყების საფუძველი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 145 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/145

1. საგადასახადო დავის დაწყების მატერიალური საფუძველია საგადასახადო ორგანოს ან გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულების დარღვევა .

2. საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია :
ა ) საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსის 81- ე მუხლით განსაზღვრული „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულებაზე უარი და შესაბამისი წერილობითი შესაგებლის წარდგენა ან ამ კარით განსაზღვრულ ვადაში მისი წარუდგენლობა ;
ბ ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის წარდგენილი , ამ კოდექსის მე -80 მუხლით განსაზღვრული „ საგადასახადო მოთხოვნა “;
გ ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის ამ კოდექსის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ( გარდა იმ აქტებისა , რომლებიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ) წარდგენა .

3. ამ მუხლის მე -2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს , სადავო საკითხი გაასაჩივროს ამ კარით დადგენილი წესით და აირჩიოს საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმა .

4. ამ კარის საფუძველზე შესწორებული „ საგადასახადო მოთხოვნა “ შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მისი შინაარსი არ შეესაბამება საგადასახადო დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს .
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/144.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/146.md
