---
title: "მუხლი 147. საგადასახადო დავის დაწყების წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/147"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "147"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 147. საგადასახადო დავის დაწყების წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 147 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/147

1. თუ საგადასახადო ორგანო მთლიანად ან ნაწილობრივ უარს აცხადებს „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულებაზე , იგი ვალდებულია , „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ პირს ამ კოდექსის 46- ე მუხლით დადგენილი წესით გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი . ამ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობა ნიშნავს „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულებაზე უარს .

2. თუ პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით შესაბამისად შემოსავლების სამსახურს ან საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს საჩივარი, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ.

3. საჩივრისა და მისთვის დართული მასალების ყველა გვერდი უნდა დაინომროს და საჩივრის ბოლოში , ხელის მოწერამდე სიტყვიერად უნდა მიეთითოს შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა .

4. მოდავე მხარე ვალდებულია ხელი მოაწეროს საჩივრისა და მისთვის დართული მასალების ყველა გვერდზე .

5. საგადასახადო დავის დაწყების თარიღად ითვლება:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შესაგებლის გაგზავნის თარიღი, ხოლო შესაგებლის გაუგზავნელობის შემთხვევაში – მისი გაგზავნის ვადის ბოლო დღე;
ბ) პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული საჩივრის ან შეტყობინების გაგზავნის თარიღი.
გ) პირის მიერ ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად საჩივრის დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის თარიღი .

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა მიიჩნევა პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღიარებად, იგი აღსასრულებლად მიიქცევა და „საგადასახადო მოთხოვნასა“ და აღნიშნულ აქტზე ვადისა და ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78
საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2867 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.90

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/146.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/148.md
