---
title: "მუხლი 148. სადავო თანხის გადახდის ვალდებულების შეჩერება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/148"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "148"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 148. სადავო თანხის გადახდის ვალდებულების შეჩერება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 148 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/148

სადავო თანხისა და სანქციების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო დავის დაწყების დღიდან საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული, თუმცა ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა გრძელდება. სადავო თანხისა და სანქციების გადახდევინება ხორციელდება საქალაქო (რაიონული) სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში (არდაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში) და საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/147.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/149.md
