---
title: "მუხლი 149. პირის საჩივარი და შეტყობინება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/149"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "149"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 149. პირის საჩივარი და შეტყობინება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 149 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/149

1. პირის საჩივარში უნდა აღინიშნოს:
ა) უფლებამოსილი ორგანოს (შემოსავლების სამსახურის, საბჭოს) დასახელება;
ბ) პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების („საგადასახადო მოთხოვნის“, შესაგებლის, საგადასახადო ორგანოს უარის) გამომცემი საგადასახადო ორგანოს დასახელება, ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარების თარიღი და მოთხოვნის საგანი;
დ) „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე უარის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, ხოლო სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში – მისი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები;
ე) მისთვის დართულ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს დართულ მტკიცებულებებს.

2. ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული წერილობით შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება ;
ბ) პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
გ) გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიღების (ჩაბარების) თარიღი, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით , და მოთხოვნის საგანი.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/148.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/150.md
