---
title: "მუხლი 152. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილება საგადასახადო ორგანოს შესაგებლის მიღების ან დადგენილ ვადაში მისი მიუღებლობის შემდეგ — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/152"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "152"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 152. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილება საგადასახადო ორგანოს შესაგებლის მიღების ან დადგენილ ვადაში მისი მიუღებლობის შემდეგ — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 152 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/152

1. პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოსაგან შესაგებლის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 147 - ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში მისი მიუღებლობის შემთხვევაში – ამ ვადის ამოწურვიდან 20 კალენდარულ ი დღი ს ვადაში დავა გააგრძელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ფორმით.

2. დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში პირი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საგადასახადო ორგანოს იმავე ვადაში, რა ვადაშიც მას აქვს დავის გაგრძელების უფლება.

3. ამ მუხლში აღნიშნულ ვადაში საგადასახადო დავის გაუგრძელებლობა ან ამ მუხლის მე -2 ნაწილში მითითებული ცნობის წარუდგენლობა ითვლება დავაზე ( მათ შორის , სასამართლოში დავაზე ) უარის თქმად და აღნიშნული მოთხოვნების დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება , ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო .
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
თავი XX
საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/151.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/153.md
