---
title: "მუხლი 153. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის მიზანი და მისი განმხილველი ორგანოები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/153"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "153"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 153. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის მიზანი და მისი განმხილველი ორგანოები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 153 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/153

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის მიზანია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე დავის სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა .

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა განიხილება და წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. სისტემაში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ პირის მიერ, ამ კოდექსის 146-ე მუხლისა და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვა მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურსა და საბჭოში, რომლის შექმნისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/152.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/154.md
