---
title: "მუხლი 154. საგადასახადო ორგანოს ვალდებულება საჩივრის ან „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ მიღებისას — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/154"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "154"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 154. საგადასახადო ორგანოს ვალდებულება საჩივრის ან „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ მიღებისას — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 154 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/154

1. საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე ვალდებულია პირის საჩივარი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურს.

2. თუ საგადასახადო ორგანო „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და პირს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარის თქმას.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/153.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/155.md
