---
title: "მუხლი 157. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/157"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "157"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 157. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 157 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/157

1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და შემოსავლების სამსახურის უარი, თუ მან ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს:
ა) შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში. მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს ამავე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა მასალის ასლები და დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო).

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გასაჩივრების ვადები შესაძლებელია აითვალოს სხვადასხვა თარიღებიდან, უპირატესობა ენიჭება პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღს, მიუხედავად იმისა, დროულად გააგზავნა თუ არა გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა.

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია პირის საჩივარი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს საბჭოს.

4. თუ პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრებს (მათ შორის, სასამართლოში):
ა) შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, იგი აღიარებულად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიიქცევა და გადაწყვეტილებაზე ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო;
ბ) შემოსავლების სამსახურის უარს, საჩივარი გაუქმებულად ჩაითვლება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა და უარზე ვადის დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/156.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/158.md
