---
title: "მუხლი 169. გადასახადის გადამხდელი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/169"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "169"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 169. გადასახადის გადამხდელი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 169 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/169

1. მოგების გადასახადის გადამხდელია:
ა) საქართველოს საწარმო;
ბ) უცხოური საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

2. ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნი მოგების გადასახადს გადაიხდიან ამ კოდექსის 206-ე მუხლის გათვალისწინებით.

3. თუ უცხოური პირი არ არის ფიზიკური პირი, ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას ამ კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით, იგი იბეგრება, როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/168.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/170.md
