---
title: "მუხლი 177. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/177"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "177"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 177. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 177 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/177

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა:
ა) ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა, როდესაც არ არსებობს ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) იმ ხარჯებისა, რომლებიც, ამ კოდექსის 178-ე მუხლისა და ამ თავის სხვა დებულებათა თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს მისთვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების შედეგად წარმოშობილი სარგებელი ერთობლივი შემოსავლიდან, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

3. საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტით. ამასთანავე, თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/176.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/178.md
