---
title: "მუხლი 181. სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/181"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "181"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181. სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 181 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/181

1. იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შექმნილი „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვი“ და ერთობლივ შემოსავალში აიყვანოს საანგარიშოს წინა წლის „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი“.

2. ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებენ საეჭვო ვალების რეზერვების შექმნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით .
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1688 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.171

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/180.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/182.md
