---
title: "მუხლი 190. გადასახადებისა და ჯარიმების გამოქვითვის შეზღუდვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/190"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "190"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 190. გადასახადებისა და ჯარიმების გამოქვითვის შეზღუდვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 190 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/190

არ გამოიქვითება:
ა ) მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი , რომლებიც გადახდილია ან გადასახდელია საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში , გარდა ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 176- ე მუხლით გათვალისწინებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა . ამ შემთხვევაში ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლების შესაბამისად გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა მცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი ( მათ შორის , წინა საგადასახადო პერიოდებში ) საშემოსავლო გადასახადის თანხით ;
ბ) ბიუჯეტში შეტანილი ან შესატანი სანქციების თანხები.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/189.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/191.md
