---
title: "მუხლი 192². ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/192-2"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "192^2"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 192². ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 192² (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/192-2

1. პირს უფლება აქვს ამ კოდექსის 191- ე და 192- ე მუხლებით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5- წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10- წლიანი ვადით . აღნიშნულის თაობაზე პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით . ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე -5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის დასრულებიდან . ხანდაზმულობის 11- წლიანი ვადის მოქმედება არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის წინა პერიოდებზე .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს არჩეული ზარალის გადატანის 10- წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5- წლიანი ვადით , რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5- წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ .

3. ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამავე კოდექსის მე -5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებიდან ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით , მაგრამ აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი .
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/192-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/192-3.md
