---
title: "მუხლი 197. არარეზიდენტთა შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/197"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "197"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 197. არარეზიდენტთა შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 197 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/197

1. არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან შემდეგი განაკვეთებით:
ა) დივიდენდები – ამ კოდექსის 195-ე მუხლის მიხედვით;
ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 196-ე მუხლის მიხედვით;
გ ) საწარმოს , ორგანიზაციის ან / და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 4%- ით . აღნიშნული განაკვეთით იბეგრება აგრეთვე „ ნავთობისა და გაზის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი ;
დ) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად – 10 პროცენტით;
ე) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი – ამ კოდექსის 167-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის გადასახდელები, რომლებიც გადაიხდება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ ან მისი სახელით, ითვლება საქართველოს საწარმოს მიერ გადახდილად.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31
თავი XXVIII
საგადასახადო აღრიცხვის წესები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/196.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/198.md
