---
title: "მუხლი 200. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საკასო მეთოდით — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/200"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "200"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 200. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საკასო მეთოდით — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 200 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/200

გადასახადის გადამხდელმა, რომელიც იყენებს აღრიცხვის საკასო მეთოდს, შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტის და ხარჯების დაქვითვა მოახდინოს განაღდების შემდეგ (აღნიშნული არ ეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/199.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/201.md
