---
title: "მუხლი 201. საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/201"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "201"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 201. საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 201 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/201

1. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ნაღდი ფულის მიღების მომენტი, ხოლო უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს.

2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.

3. ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ აღებულ თამასუქზე (ან სხვა სავალო ვალდებულებებზე) შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება თამასუქის (ან სხვა სავალო ვალდებულებების) სხვა პირისათვის მიწოდების მომენტი, მაგრამ არა უგვიანეს გასანაღდებლად წარდგენის უახლოესი შესაძლებელი მომენტისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/200.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/202.md
