---
title: "მუხლი 202. საკასო მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/202"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "202"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 202. საკასო მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 202 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/202

1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ნაღდი ფული ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯის გაწევის მომენტად ითვლება ნაღდი ფულის გადახდის მომენტი, ხოლო უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.

3. გადასახადის გადამხდელის წინაშე ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.

4. სავალო ვალდებულების ან ქონების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებული გადასახდელების მიმართ, თუ სავალო ვალდებულება ან იჯარის ხელშეკრულების ვადა მოიცავს რამდენიმე საანგარიშო პერიოდს, ფაქტობრივად გადახდილი პროცენტის (იჯარის) თანხა, რომელიც გამოიქვითება საგადასახადო წლის განმავლობაში, წარმოადგენს პროცენტის (იჯარის) იმ თანხას, რომელიც გამოიანგარიშება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/201.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/203.md
