---
title: "მუხლი 207. შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/207"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "207"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 207. შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 207 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/207

1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახდენს დარიცხვის მეთოდით, მაშინ გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.

2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან.

3. გრძელვადიან კონტრაქტში იგულისხმება კონტრაქტი წარმოებაზე, დადგმაზე, მშენებლობაზე ან შესაბამისი მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დამთავრებულა იმ საგადასახადო წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით (გარდა იმ კონტრაქტისა, რომლის დასრულებაც მოსალოდნელია კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში) გათვალისწინებული მომსახურება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/206.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/208.md
